Без категории

დოჰას 5 საუკეთესო გასართობი პარკი და ატრაქციონი: სრული გზამკვლევი ოჯახური გართობისთვის

დოჰას 5 საუკეთესო გასართობი პარკი და ატრაქციონი:
სრული გზამკვლევი ოჯახური გართობისთვის

გეგმავთ ოჯახურ მოგზაურობას, დაბადების დღის აღნიშვნას თუ უბრალოდ თავგადასავლებით სავსე უქმეებს? დოჰა ნამდვილი სამოთხეა გართობის მოყვარულთათვის.

ჩვენ შევარჩიეთ 5 გამორჩეული გასართობი პარკი, რომლებიც თქვენს მოგზაურობას დაუვიწყარ თავგადასავლად აქცევს. გაეცანით ჩვენს მიმოხილვას და შეარჩიეთ საუკეთესო ადგილები ადრენალინისა და მხიარულებისთვის.

1. DOHA QUEST — მომავლის გასართობი ცენტრი

Quest არის 32,000 კვ.მ. ფართობის დახურული გასართობი სივრცე, რომელიც მდებარეობს „Doha Oasis“-ში, ქალაქის შუაგულში – მშეირების (Msheireb) რაიონში.

პარკი 30-ზე მეტ ატრაქციონს აერთიანებს. აქ ნახავთ ადრენალინით სავსე გასართობებს, მედია-მართვად სიმულატორებსა და უახლეს ვირტუალური რეალობის გამოცდილებას. ეს არის ისტორიულ-ნარატიულ კონცეფციაზე აგებული სივრცე, რომელიც ნებისმიერი ასაკის სტუმარს განსხვავებულ ემოციებს ჰპირდება.

Quest-ის რეკორდსმენი ატრაქციონები:

  • EpiQ Coaster – მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული ამერიკული მთები (Roller Coaster).
  • Magma Blast – მსოფლიოში ყველაზე მაღალი დახურული თავისუფალი ვარდნის კოშკი.

2. ANGRY BIRDS WORLD™ — ცნობილი თამაში, რომელიც აქ რეალობად იქცევა

Angry Birds World™ არის კატარში წარმოდგენილი ინოვაციური კონცეფცია, რომელიც ფინურ კომპანია „Rovio Entertainment“-თან თანამშრომლობით შეიქმნა. ეს არის ადგილი, სადაც გლობალური სათამაშო სენსაცია და პოპულარული ანიმაციური ფილმი რეალობად იქცევა.

Doha Festival City-ში მდებარე პარკი, რომელიც 17,000 კვ.მ. ფართობზეა გადაჭიმული, სტუმრებს 20-ზე მეტ მაღალტექნოლოგიურ ატრაქციონს სთავაზობს. აქ თქვენ თავად შეგიძლიათ გამოსცადოთ ის თავგადასავალი, რამაც „Angry Birds“ მსოფლიო ფენომენად აქცია.

რა გელით ადგილზე:

  • თემატური მაღაზიები და შემეცნებითი აქტივობები.
  • სპეციალური სივრცეები დაბადების დღეებისა და იუბილეებისთვის.
  • მრავალფეროვანი კვების ობიექტები მთელი ოჯახისთვის.

2. Desert Falls Water & Adventure Park — წყლისა და თავგადასავლების სამყარო

ეს გრანდიოზული კომპლექსი მდებარეობს Hilton Salwa Beach Resort-ის ტერიტორიაზე, კატარის სამხრეთით, საუდის არაბეთის საზღვართან ახლოს. პარკი 57,000 კვადრატულ მეტრზეა გადაჭიმული და რეგიონის ერთ-ერთ აუცილებლად სანახავ ლოკაციას წარმოადგენს.

პარკი აერთიანებს 56-ზე მეტ სასრიალოსა და ატრაქციონს, ასევე 18 სხვადასხვა ტიპის აქტივობას. მათ შორისაა პოპულარული Whizzard Mat Racer, King Cobra და საბავშვო აუზი Ship Kids Pool.

  • Souq (ბაზარი): სავაჭრო ზონა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ცურვისთვის საჭირო ყველა აქსესუარი.
  • კვება: რესტორნები, კიოსკები და წასახემსებელი ზონები, სადაც დააგემოვნებთ როგორც საერთაშორისო, ისე ავთენტურ „Made in Qatar“ კერძებს.

4. Meryal Waterpark — რეკორდსმენი ატრაქციონები ლუსაილში

თუ ექსტრემალურ შეგრძნებებს ეძებთ, Meryal Waterpark საუკეთესო არჩევანია. დოჰას ცენტრიდან სულ რაღაც 20 წუთის სავალზე, Qetaifan-ისკუნძულზე მდებარე ეს პარკი ნამდვილი საოცრებაა.

პარკის მთავარი ღირსშესანიშნაობაა Rig 1938  მონუმენტური კონსტრუქცია, რომელმაც დაამყარა მსოფლიო რეკორდი ერთ კოშკზე განთავსებული სასრიალოების რაოდენობით (სულ 12 სასრიალო). აქ ასევე ნახავთ მსოფლიოში ყველაზე მაღალ წყლის სასრიალოს.

ვისთვის არის ეს პარკი?

  • ექსტრემის მოყვარულთათვის: 6-სართულიანი კოშკი და ადრენალინით სავსე ატრაქციონები.
  • მშვიდი დასვენების მოყვარულთათვის: პარკი მოიცავს სანაპირო ზოლს, „ზანტ მდინარეებსა“ (Lazy rivers) და სარელაქსაციო აუზებს.

5. Snow Dunes — ზამთრის თემატური პარკი კატარში

Doha Festival City Mall-ში მდებარე Snow Dunes-ი თეთრი ზამთრის ოცნებას რეალობად აქცევს.

როგორც კატარის ერთ-ერთი საყვარელი დახურული ატრაქციონი, Snow Dunes ოჯახებს სიცხისგან თავის დაღწევისა და გაგრილების საუკეთესო საშუალებას სთავაზობს. პარკში 12 უნიკალური ატრაქციონია, მათ შორის 50 მეტრიანი სასრიალოები, თოვლის ქვემეხები, საცოცი კედლები, ელექტრომანქანები (Bumper cars) და თოვლის კარუსელი.

არცერთი ზამთრის თავგადასავალი არ არის სრულყოფილი ციგურაობის გარეშე. ფართო ყინულის მოედანი როგორც დამწყებ, ისე გამოცდილ მოციგურავეებს მასპინძლობს. მიუხედავად იმისა, თოვლს პირველად ხედავთ თუ ზამთრის დიდი მოყვარული ხართ, Snow Dunes ყინულოვან თავგადასავალსა და კატარულ სტუმართმოყვარეობას დაუვიწყარი გამოცდილებისთვის აერთიანებს.