Без категории

სად გავატაროთ საუკეთესო დრო ოჯახთან ერთად კატარში?

დოჰა გართობისთვისა და სიხარულისთვის უსასრულო შესაძლებლობებს გთავაზობთ, როგორც პატარებისთვის, ისე ოჯახის ზრდასრულლი წევრებისთვის.
კატარი ძალიან მრავალფეროვანი და საინტერესო ქვეყანაა გასართობად, ამიტომ მარტივად დაგეგმავ ოჯახურ შვებულებას ისე, რომ მოწყენისთვის დრო ნამდვილად არ დაგრჩება.

Heenat Salma Farm

თუ შენი პრიორიტეტი ბუნებასთან და ეკოლოგიურად სუფთა გარემოსთან სიახლოვეა, აუცილებლად უნდა მოინახულო Heenat Salma Farm-ი.
ეს პატარა მწვანე სამყარო კატარის გულში ნამვდილად შესაფერისია მათთვის, ვისაც ეკოლოგიური და ორგანული პროდუქტი უყვარს.

ფერმა გაძლევს საშუალებას შეებო ბუნებას, დააკვირდე როგორ იზრდება ნაყოფი, გაისეირნო სიწყანრეში, მონაწილეობა მიიღო ქსოვილისა და ხელსაქმის მასტერკლასებში, ხოლო სურვილის შემთხვევაში, შეგიძლია იოგის კლასს შეუერთდე და საკუთარ თავთან მეტად დაახლოვდე.

ზაფხულის სეზონზე შეგიძლია თავად შეაგროვო ტკბილი ფინიკები და ისსწავლო ოალმისგან მარტივი ხელნაკეთი ნივთების შექმნა. ფერმა თავად ზრდის ათეულობით სახეობის ორგანულ ხილს, ბოსტნეულსა და ვეგანურ პროდუქტს, რომელსაც ადგილობროვ პატარა მაღაზიებშიც შეხვდები.

კაიაკებით სეირნობა ალ-თაქირას მანგროს ტყეებში

ეწვიე კატარის უძველეს მანგოს ტყეს-ალ-თაქირას, რომელიც ალ-ხორიდან სულ რაღაც 17 კილომეტრში მდებაორებს. ეს უნიკლაური სანახაობა ცნობილია თავისი ლამაზი სანაპიროთი და უხვი მწვანე მანგოს მცენარით. ტყე თავის მხრივ მნიშვნელოვან როლს თამაშობს – ის ბუნებრივად ფილტრავს წყალს, რომელიც ხეების ფესვებს შორის ხვდება და წმენს მას მავნე ნივთიერებებისგან.

ალ-თაქირა იდეალური ადგილია ოჯახური პიკნიკისა და ბუნებაში დასვენებისთვის. აქ მთელი წლის განმავლობაში შეგიძლია დააკვირდე თევზებს, მოლუსკებსა და იშვიათ ფრინველებს, როგორებიცაა ფლამინგოები და სხვა ბევრი ეგზოტიკური სახეობა.

ალ-თაქირას ნამდვილი მაგია კი კაიკინგია. ეს ულამაზესი სამყარო შეგიძლია სრულიად მოინახულო კაიაკით, რომელიც შენთვის სულ სხვა, სულ ახალი და განსაკუთრებული გამოცდილება იქნება. მთავარია წინასწარ და დროულად დაჯავშნო ტური, რადგან მასზე მოთხოვნა ყოველტვის დიდია.

Mathaf - არაბული თანამედროვე ხელოვნების სივრცე

თუ აღმოსავლეთის კულტურა გაინტერესებს, ეწვიე Mathaf-ს – არაბულ თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს, რომელიც ეროვნული მუზეუმის შესანიშნავი ალტერნატივაა. აქ 9000-ზე მეტი თანამედროვე არაბული ნამუშევარი გელოდება.

Mathaf მთელ რეგიონში ყველაზე დიდი სივრცეა, სადაც ტანამედროვე არაბული ხელოვნების კოლექციებია თავმოყრილი. მუზეუმში წარმოდგენილია XX და XXI საუკუნის შემოქმედება ახლო აღმოსავლეთიდან, თურქეთიდან, ინდოეთიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ევროპიდან და ისეთი ცნობილი პიონერი ხელოვანების ნამუშევრები, როგორებიც არიან ჯავად სალიმი, მაჰმუდ მუხტარი და ჰაფეზ ალ-დრუბი.

Mathaf მუდმივად მასპინძლობს მასშტაბურ  გამოფენებს, ინდივიდუალურ პროექტებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს. მუზეუმის მთავარი აქცენტი გადატანილია ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ესთეტიკა, საზოგადოებრივი ცვლილებები, პროგრესი და ისტორიული მოვლენები, რომლებიც თანამედროვე ხელოვნების სხვადასხვა ეპოქაში აისახა. აქ შეიძლება აღმოაჩინო თემები სახელმწიფოების ჩამოყალიბებაზე, კოლონიურ ბრძოლასა და დამოუკიდებლობის მიღწევაზე, ნავთობმრეწველობის განვითარებასა და ახალი ურბანული ცენტრების გაჩენაზე, ასევე თანამედროვე ციფრული ეპოქის გამოწვევებზე.

Villagio Mall

აუცილებლად მოინახულე Villagio Mall – დოჰას ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო სავაჭრო და გასართობი ცენტრი. აქ დაგხვდება თემატური პარკი “გონდოლანია”, სადაც განთავსებულია დოჰას ყველაზე დიდი ყინულის სასრიალო მოედანი, ატრაქციონები და დახურული არხი, სადაც შეგიძლია ვენეციური გონდოლით ისიამოვნო.

გონდოლანიაში ასევე გელოდება ბოულინგი, ლაზერტაგი, როლიკების მოედანი, კარტინგის ტრასა და 4D კინოთეატრი სპეციალური ეფექტებით – ეს ადგილი ნამდვილად ოჯახის ყოველი წევრისთვისაა განკუთვნილი.

თუ მოდის მოყვარული ხარ და ბრენდირებული შოპინგი გხიბლავს, Villagio-ში აუცილებლად ესტუმრე ქუჩა Via Domo-ს –  აქ თავმოყრილია ცნობილი ბრენდების მაღაზიები. მოლიდან სულ რამდენიმე წუთის სავალზეა Aspire Park – მწვანე სივრცე სასიამოვნო სეირნობისთვის, სადაც მდებარეობს ცნობილი ხალიფას საერთაშორისო სტადიონი, რომელმაც FIFA 2022-ის მატჩებს უმასპინძლა.

მინა დისთრიქთი - Old Port – Port Mina

პორტი მინა – დოჰას განახლებული, თანამედროვე რაიონია, რომელიც ადრე ძველი პორტის სახელით იყო ცნობილი. ზამთრის საკრუიზო სეზონზე სწორედ აქ ეშვებიან დიდი საკრუიზო გემები. განახლებული პორტი დღეს ერთ-ერთი გამორჩეული ტურისტული ადგილი გახდა თავისი ფერადი, მხიარული შენობებით.

აუცილებლად უნდა გაისეირნო ბოქს-პარკში – ერთ-ერთ ყველაზე სტილურ და საინტერესო სივრცეში კატარში. აქ ძველი სატვირთო კონტეინერები, რომლებიც ადრე ტვირთების გადაზიდვისთვის გამოიყენებოდა, გადაიქცა ფერად მაღაზიებად, რესტორნებად, საერთაშორისო სამზარეულოს სივრცეებად, სადაც ადგილობრივ დელიკატესებს გასინჯავ.

დაუვიწყარი ფრენა პარაპლანით Sky Master-ში

გამოსცადე Sky Master-ის სპორტული კლუბი. შეგიძლია დაჯავშნო 10,20 და 30 წუთიანი საჰაერო ტური პარაპლანით. აქვე შეგიძლია გაიარო ფრენის კურსები და პროფესიონალი ინსტრუქტორების დახმარებით თავად ისწავლო პარაპლანის ან მოტორიზირებული საფრენი აპარატის მართვა.

Sky Masters გთავაზობს სამი ტიპის საჰაერო ტურს: პარამოტორით, პარაპლანით და პარატრაიკით.

Le Petit - შეფი

Le Petit Chef – უნიკალური ინტერაქტიული შოუ, რომელიც შეგიძლიათ შეიგრძნოთ The Ritz-Carlton Doha-ს რესტორანში. პატარა შეფი, რომლის სიმაღლე სულ რაღაც 6 სანტიმეტრია, “ცხოვრობს” თქვენს სუფრაზე.

3D პროექციული რუკირების (3D Projection Mapping) ტექნოლოგია ქმნის შთამბეჭდავ სანახაობას – მთელი სიუჟეტი პირდაპირ თქვენს მაგიდაზე ცოცხლდება. პატარა შეფის გასაოცარი ისტორიები, მოგზაურობები და კულინარიული თავგადასავლები თვალწინ იშლება, თითქოს თქვენც ამ სცენების ნაწილი ხართ. Le Petit Chef-ის ავტორია Skullmapping-ის არტ-დირექტორი, რომელმაც პატარა შეფი ნამდვილ ცოცხალ პერსონაჟად აქცია.

საინტერესოა, რომ შოუს მსვლელობისას გემრიელი ნამდვილი კერძები პირდაპირ თქვენს წინ მზადდება და მისი თემატიკაც სრულად შეესაბამება შეფის თავგადასავალს – იქნება ეს მსოფლიო გემოები, კულინარიული ექსპედიციები თუ ისტორიული მოგზაურობები.

Desert Falls Water & თავგადასავლების პარკი

Desert Falls – ყველაზე დიდი წყლის სათავგადასავლო პარკი ახლო აღმოსავლეთში, რომელიც კატარის სამხრეთით მდებარეობს. პარკი ერთნაირად საინტერესოა როგორც მოზარდებისთვის, ასევე ბავშვებისა და მთელი ოჯახისთვის.
Desert Falls-ში 25-ზე მეტი ატრაქციონი, 56 სლაიდი და 18 თემატური ზონა გელოდება. აქვეა კარტინგის სპეციალური ტრასა, სადაც შეგიძლიათ სიჩქარე და ადრენალინი გამოსცადოთ.

პარკის მთავარი ზონებია:

ექსტრემალური ატრაქციონები მათთვის, ვისაც მძაფრი შეგრძნებები უყვარს;
საოჯახო გასართობი სივრცეები მეგობრებისთვის და ოჯახისთვის;
სპეციალური ზონები ბავშვებისთვის – უსაფრთხო, ფერადი და ძალიან სახალისო.