Без категории

ყველაზე მნიშვნელოვანი კატარის შესახებ

კატარი ნამდვილი სამოთხეა სითბოს, ზღვისა და სანაპიროების მოყვარულებისთვის. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოგზაურები აქ პოულობენ პრემიუმ კლასის სასტუმროებს შეუდარებელი სერვისით, გასაოცარ სანაპიროებსა და ბუნებას. აღსანიშნავია, რომ კატარში სეზონი თითქმის არასდროს მთავრდება – აქ წლის ყოველი თვე იდეალურია დასასვენებლად და საუცხოო დროის გასატარებლად.

მიუხედავად ზაფხულის სიცხისა, კლიმატი მშრალია, ტენიანობა დაბალი, ხოლო ყველგან ფუნქციონირებს მაღალი ხარისხის კონდიცირება — ასე რომ კომფორტი გარანტირებულია, ქალაქშიც და უდაბნოშიც.

სანაპიროები

კატარში შთამბეჭდავი ქვიშიანი პლაჟებია, ლაჟვარდისფერი, თბილი, უსაფრთხო ზღვით — იდეალური ადგილი ბავშვებთან ერთად დასასვენებლად.
საოჯახო გართობისთვის გირჩევთ სამ ქალაქურ პლაჟს, სადაც შესაძლებელია დაივინგი და თევზაობა.
კაიტსერფინგის მოყვარულებისთვის კი ფუნქციონირებს სპეციალური სასტუმრო, რომელიც მხოლოდ ამ სპორტზეა მორგებული.

B12

B12 – ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაპირო კლუბია კატარში.
გამორჩეულია თანამედროვე დიზაინითა და აქტივობებით — წყლის სპორტიდან დაწყებული, ცოცხალი მუსიკითა და DJ-ებით დასრულებული.

სამუშაო საათები: 10:00–17:00
შესვლა: 41 აშშ დოლარიდან. 18 წლამდე ბავშვებისთვის – უფასოა. (ფასები ცვალებადია)

West Bay Beach

West Bay Beach – დოჰას გულში მდებარე ახალი ქალაქური პლაჟი.
მშვენიერი ადგილი ოჯახური დასვენებისთვის: კომფორტული შეზლონგები, გემრიელი წასახემსებელი ფუდ-კორტი და სივრცე ყველა ასაკისთვის.

სამუშაო საათები:
კვირა – ხუთშაბათი: 08:00–23:00
პარასკევი –შაბათი: 08:00–01:00
ცურვა შესაძლებელია 09:00–17:00

შესვლა: 8 აშშ დოლარიდან. 12 წლამდე ბავშვებისთვის – უფასოა. (ფასი ცვალებადია)

Doha Sands

Doha Sands – კიდევ ერთი პოპულარული სანაპირო კლუბი დოჰაში, სადაც თავისუფალ დროს დაუვიწყრად გაატარებთ.
კლუბში შეგიძლიათ ითამაშოთ პლაჟის ვოლეიბოლი, სცადოთ წყლის სხვადასხვა სპორტი და დატკბეთ DJ-ების მუსიკალური შოუებით.

სამუშაო საათები: 10:00–17:00
შესვლა: 21 აშშ დოლარიდან. 18 წლამდე – უფასოდ. (ფასები ცვალებადია)

ღირსშესანიშნაობები

სასტუმროებსა და მუზეუმებში სტუმრების კომფორტისთვის იატაკში ჩამონტაჟებულია კონდიციონერები და სხვა თანამედროვე სისტემები, რომლებიც შენობებში სასიამოვნო ტემპერატურას უზრუნველყოფს.
ტურისტულ ზონებში, მათ შორის ქუჩებზეც, განთავსებულია სპეციალური სამაცივრე სისტემები, რაც სიცხეს ამსუბუქებს.

სწორედ ამიტომ, კატარში ზაფხულშიც კი მარტივად დაგეგმავთ მარშრუტს და შეძლებთ უამრავი ღირსშესანიშნაობის მონახულებას.

სუკ-ვაკიფის ბაზარი

სუკ-ვაკიფი წარმოადგენს კატარის კულტურულ მემკვიდრეობას და სტუმრებს ქალაქის გულში ავთენტურ ატმოსფეროს სთავაზობს.
ეს არის უნიკალური ადგილი, სადაც შეგიძლიათ გადაიღოთ ფოტო ნამდვილ, კოლორიტულ გარემოში.

კატარის ნაციონალური მუზეუმი

კატარის ნაციონალური მუზეუმის შენობა ცნობილმა არქიტექტორმა ჟან ნუველმა დააპროექტა, რომელიც შთაგონებული იყო უდაბნოს ვარდის ბუნებრივი ფორმით და შექმნა მართლაც დაუვიწყარი უნიკალური ნაგებობა.
ფოტოს გადაღება ამ არქიტექტურულ შედევრთან ერთად არის აუცილებელი გამოცდილება ყოველი მოგზაურისთვის.

ისლამური ხელოვნების მუზეუმი

მსოფლიოში ცნობილი მუზეუმის ოთხ სართულზე განთავსებულია მუდმივი და დროებითი გამოფენები, სუვენირების მაღაზია, კაფე და მაღალი კლასის რესტორანი ცნობილი შეფის ალენ დუკასის კულინარიული სამზარეულოთი.

აქ მდებარეობს მემკვიდრეობის ბიბლიოთეკა, სადაც ინახება 21 000 წიგნი, მათ შორის 2000 იშვიათი გამოცემა.
წლიურად მუზეუმში ტარდება მრავალფეროვანი კულტურული ღონისძიებები — მათ შორის, კატარის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტები, კინოპრემიერები და ხელოვნებისა და კალიგრაფიის კლასები ადგილობრივი საზოგადოებისათვის.

Msheireb Downtown

მსოფლიოში პირველი ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციის პროექტი, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპებზეა დაფუძნებული.

რაიონში სეირნობისას შეხვდებით მუზეუმებს, გართობის ცენტრებს, რესტორნებს, კაფეებს, უფასო ტრამვაის და ღია სათამაშო მოედნებს ბავშვებისთვის.

Inland Sea Of Qatar - Khor Al Adaid

შეიძლება ითქვას, რომ ეს ადგილი ერთ-ერთი განსაკუთრებულია დგილია მსოფლიოში. აქ არც მეტი არც ნაკლები იდაბნო ზღვას ერწყმის, სწორედ ამ უნიკალური ლადშაპტის გამო ის ტურისტების ერთ-ერთი უსაყვარლესი ადგილია მოსანახულებლად

სამზარეულო

დოჰა — გურმანებისთვის განკუთვნილი ქალაქი მრავალფეროვანი სამზარეულოთი.
აქ შეხვდებით არაბული და ახლოაღმოსავლური კერძების მრავალფეროვნებას, აგრეთვე მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის გემოს — ელეგანტური რესტორნებიდან დაწყებული ოჯახური დაწესებულებებით დამთავრებული.
გთავაზობთ დოჰას ყველაზე პოპულარულ და გამოცდილ რესტორნებს, რომლებიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.

IDAM by Alain Ducasse

IDAM by Alain Ducasse — რესტორანი, რომელიც გვთავაზობს თანამედროვე ფრანგულ ხმელთაშუაზღვისპირეულ სამზარეულოს არაბული ელფერებით.
რესტორანი მდებარეობს ისლამური ხელოვნების მუზეუმში და იქიდან იშლება თვალწარმტაცი ხედები კატარის ყურეზე.

Nobu

Nobu — ცნობილი იაპონური რესტორანი ინოვაციური კერძებით და თანამედროვე ინტერიერით.
მსოფლიოში რამდენიმე Nobu-ს ფილიალია, დოჰაში კი მდებარეობს ყველაზე დიდი რესტორანი, Four Seasons-ის სასტუმროში.

Three Sixty

Three Sixty გთავაზობთ ხმელთაშუაზღვისპირეულ სამზარეულოს და დაუვიწყარ პანორამულ ხედებს დოჰას ჰორიზონტზე.

Le Petit Chef

Le Petit Chef — ინტერაქტიული 3D შოუ რესტორნების სტუმრებისთვის, რომელიც მაგიდაზე სრულდება და აჩვენებს პატარა შეფს, რომელიც ამზადებს გემრიელ და კომპლექსურ კერძებს.
მსოფლიოში მხოლოდ 21 ასეთი რესტორანია, მათ შორის Ritz Carlton Doha-ში, კატარში.