აიხდინე ოცნებები KAZUNION-თან ერთდ!
დღესდღეობით ჩვენი ოფისები წარმოდგენილია მსოფლიოს 5-ზე მეტ ქვეყანაში: ყაზახეთში, უზბეკეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და უკრაინაში.
Kazunion-ს ჰყავს საკუთარი მიმღები კომპანიები მსოფლიოს 7 ქვეყანაში: ყაზახეთში, ყატარში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, საქართველოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, მალდივებზე და მავრიკიზე, რაც უმაღლესი ხარისხის მომსახურების გარანტიას გვაძლევს.
ასევე ვთავაზობთ ტურებს შემდეგ მიმართულებებზე: ტაილანდი, მალაიზია, ვიეტნამი, სამხრეთ კორეა, იტალია, სლოვენია, ჩეხეთი, ესპანეთი, საბერძნეთი, ინდონეზია, შრი-ლანკა და მონტენეგრო.

ჩვენი გამოცდილება

ჩვენი მისია
ბრენდის მისიაა შექმნას იდეალური გარემო პარტნიორებისთვის, ტურისტებისთვის და გუნდისთვის, სადაც თანამშრომლობას მოაქვს მხოლოდ დადებითი ემოციები და დაუვიწყარი გამოცდილება.
ჩვენს ლოგოში ასოები „u“ და „n“ შეუფერხებლად ერწყმის ერთმანეთს, ქმნის უსასრულობის ნიშნს — ჩვენი კავშირისა და განვითარების სიმბოლოს. ჩვენ პატივს ვცემთ work-life balance-ს და ვისწრაფვით ჰარმონიისკენ, მომავალს კი ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე თავდაჯერებით ვუყურებთ.
რას ვსაქმიანობთ?
- ჩვენ ვქმნით საიმედო და მაღალი ხარისხის პროდუქტს ჩვენი ტურისტებისთვის.
- ვქმნით სტრატეგიულ და ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის მოდელს ჩვენი მთავარ პარტნიორ – სააგენტოებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მუდმივად გავაუმჯობესოთ მომსახურების ხარისხი.
- მუდმივად ვახორციელებთ ინვესტიციებს ჩვენი გუნდის პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის განვითარებაში, რათა უზრუნველვყოთ მაღალი ეფექტურობა და ხარისხი.
რატომ ჩვენ?
-
Kazunion Tour Operator by Rustar უკვე 15 წელზე მეტია, რაც ადამიანებს ეხმარება საკუთარი ოცნებების განხორციელებაში — უზრუნველყოფს კომფორტს და ახალ შესაძლებლობებს როგორც პარტნიორებისთვის, ასევე მოგზაურებისთვისა და გუნდის წევრებისთვის.
-
ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავაუმჯობესოთ არსებული პროდუქტები და შემოგთავაზოთ ახალი მიმართულებები, რათა ჩვენს მომხმარებლებს მაღალი ხარისხით და თანამედროვე სტანდარტებით მოვემსახუროთ.
-
უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პარტნიორობა ტურისტულ სააგენტოებთან. სწორედ ამიტომ, ყოველდღიურად ვმუშაობთ მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაზე, რათა შევქმნათ მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა თითოეულ ჩვენს პარტნიორთან.
-
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრინციპია — მუდმივი კომუნიკაცია. მზად ვართ, 24/7 რეჟიმში ვუპასუხოთ თქვენს შეკითხვებს, დაგეხმაროთ გადაწყვეტილებების მიღებაში და ვიყოთ თქვენი საიმედო მხარადამჭერი.