Blog
ომანი – 2026 წლის ახალი მიმართულება
ომანი არაბეთის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და სამართლიანად ითვლება რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მიმართულებად. სულთანატი ცნობილია თავისი შთამბეჭდავი ბუნებრივი ლანდშაფტებით, ღრმად ფესვგადგმული კულტურითა და სათუთად დაცული ტრადიციებით. თითოეული რეგიონი საკუთარ ხასიათს ავლენს, სადაც ისტორიული მემკვიდრეობა ჰარმონიულად ერწყმის ცხოვრების თანამედროვე რიტმს. ჯებელ ახდარის გრილი ფერდობებიდან შარკიას ქვიშების ოქროსფერ სივრცეებამდე, ომანი გახდება ახალი, საინტერესო დანიშნულების ადგილი მათთვის, ვინც ეძებს ავთენტურ შთაბეჭდილებებსა და ახალ ტურისტულ მარშრუტებს.
რაყომ უნდა იმოგზაურო ომანში?
ქვეყანა მოგზაურებს განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს, რომელიც მის ტრადიციებსა და კულტურას ეფუძნება. 2019 წელს მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა ომანი მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად დაასახელა (ის მეორე ადგილს ისლანდიასთან იყოფდა).
ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის დამოკიდებულება. ომანელები ძალიან მეგობრულები და თავაზიანები არიან. მათ გულწრფელად უყვართ სტუმრები. აქ არავინ ჩქარობს და არც თქვენ გაჩქარებთ. ყველგან სიმშვიდე და ყურადღება იგრძნობა. ომანი საუკეთესო ადგილია დასასვენებლად, რადგან აქ შეგიძლიათ მოეშვათ, ბუნებითა და კულტურით დატკბეთ და თავი ნამდვილად კომფორტულად იგრძნოთ.
შესანიშნავი კლიმატი მოგზაურობისთვის
ხარიფი (ივნისის ბოლოდან სექტემბრის დასაწყისამდე) – ეს წვიმების პერიოდია და მხარის მთავარი ბუნებრივი საოცრებაა. მაშინ, როცა მეზობელ ქვეყნებში აუტანელი სიცხეა, სალალა სიმწვანეში იძირება: მოდის ნაზი წვიმა, მთებს ნისლი ფარავს, ტემპერატურა კი სასიამოვნოა (+25…27 °C). ეს დრო განსაკუთრებით იმათ მოეწონებათ, ვისაც ბუნება, სუფთა ჰაერი და მთაში ფეხით სიარული უყვარს.
ოქტომბრიდან მაისამდე – სალალაში ზღვაზე დასვენების ტრადიციული დრო დგება. ოკეანე მშვიდდება და ცისფერი ხდება, დღეები სულ მზიანი და მშრალია. ჰაერი +28…30 °C-მდე თბება, წყალი კი +25…27 °C-ია. ეს საუკეთესო პირობებია ზღვის სანაპიროზე დასასვენებლად.
სალალაში დასვენება
სალალა ომანის სამხრეთით, დოფარის მხარეში მდებარეობს და ქვეყნის სხვა ნაწილებისგან საგრძნობლად განსხვავდება. ამ ადგილის მთავარი თავისებურება „ხარიფის“ წვიმების სეზონია, რომელიც ივნისიდან სექტემბრამდე გრძელდება. ამ დროს ჰავა რბილი და გამაგრილებელი ხდება, ბუნება კი თვალსა და ხელს შუა იცვლება.
მდინარეები, მთები, ბარები, ჩანჩქერები და ღრმა ხეობები არაბეთის ნახევარკუნძულისთვის იშვიათ სილამაზეს ქმნის, რაც გამოცდილ მოგზაურებზეც კი დიდ შთაბეჭდილებას ახდენს. სწორედ ამ სეზონის გამო ეძახიან სალალას ხშირად „ომანის მალდივებს“. აქ ნახავთ ტროპიკულ ტყეებს, ქოქოსისა და ბანანის ბაღებს, პაპაიასა და მანგოს პლანტაციებს, ასევე მიმოზას, ალოესა და საკმევლის ხეებს.
რომელ სავაჭრო მოლებს შეგიძლიათ ეწვიოთ ომანში?
Salalah Grand Mall
ომანის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრია. მისი პროექტი არქიტექტურულმა ბიურომ „ირმას ასრიმ“ შექმნა, რომელიც ცნობილია ომანური სტილის თანამედროვე ვერსიებით.
ცენტრის შიგნით მაღაზიების დიდი არჩევანია, სადაც მსოფლიო ბრენდები ადგილობრივ ნაწარმთანაა შეხამებული. აქ შეხვდებით ისეთ ცნობილ მაღაზიებს, როგორიცაა Max, Red Tag და Defacto. მათ გვერდით კი განთავსებულია ომანური ბრენდები, მაგალითად: Ibrahim Al Qurashi, Milkati და Camel Cookies. ეს საშუალებას გაძლევთ, შოპინგთან ერთად ადგილობრივ კულტურასაც უკეთ გაეცნოთ.
Salalah Gardens Mall
არის სივრცე, სადაც თანამედროვე დასვენება და ომანური ტრადიციები ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის.
ცენტრში წარმოდგენილია მაღაზიების დიდი არჩევანი, სადაც როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბრენდებს შეხვდებით. აქვეა მრავალფეროვანი გასართობი ადგილებიც. განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კვების ზონა: 50-მდე რესტორანი და კაფე სტუმრებს ომანურ და მსოფლიო სამზარეულოს სთავაზობს.
Oasis Mall
რომელსაც ასევე „ალ ვაჰა მოლს“ უწოდებენ, სალალას ერთ-ერთი თანამედროვე სავაჭრო ცენტრია. იგი 2019 წლის აგვისტოში გაიხსნა და მალევე იქცა შოპინგისა და დასვენების კომფორტულ ადგილად.
ცენტრში წარმოდგენილია ცნობილი ბრენდები, მათ შორის Centerpoint და Home Centre. აქვე მდებარეობს კინოთეატრი Cinepolis და სუპერმარკეტი Safa Express.
Salalah Gallery Mall
საადის უბანში მდებარეობს და სალალაში ერთ-ერთ პირველ თანამედროვე სავაჭრო ცენტრად ითვლება. 2015 წელს გახსნის დღიდან, ის შოპინგისა და დასვენების პოპულარულ ადგილად რჩება.
გარედან შენობა კომპაქტური ჩანს, თუმცა შიგნით სივრცე დიდია, ნათელია და 130-ზე მეტ მაღაზიას აერთიანებს. აქ შეგიძლიათ ნახოთ ტანსაცმელი, ტრადიციული ომანური ნაწარმი, სუნამოები, საჩუქრები და სახლის ნივთები. სავაჭრო ცენტრში ასევე არის კვების ზონა, ბავშვთა გასართობი სივრცე და კომფორტული ავტოსადგომი.
Chinese Village Mall
წითელი ფარნები, აღმოსავლური სტილის დეკორაციები და გამორჩეული დეტალები აქ პატარა თემატური უბნის ატმოსფეროს ქმნის. სავაჭრო ცენტრში ნახავთ მაღაზიებს, რომლებიც ყიდიან სახლის ნივთებს, სუვენირებს, აქსესუარებს, სათამაშოებსა და იაფფასიან ყოველდღიურ ნივთებს. ეს მას ძალიან მოსახერხებელ ადგილად აქცევს სწრაფი და პრაქტიკული შოპინგისთვის.
ჩინური სოფლის მოლი „სალალა გარდენს მოლთან“ ახლოს მდებარეობს და აეროპორტიდან მანქანით სულ რამდენიმე წუთის სავალზეა, რაც მის მონახულებას ძალიან ამარტივებს.
The colorful markets of Salalah
სალალას ტრადიციული ბაზრები სამხრეთ ომანის ყველაზე ცოცხალ და ნამდვილ სახეს აჩვენებს. აქ ვაჭრობა ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. დახლებს შორის გასეირნება კი საკმევლის სურნელთან, ადგილობრივ ხელნაკეთ ნივთებთან და ქალაქის მშვიდ რიტმთან შეხვედრას ჰგავს. ეს ბაზრები საუკეთესო ადგილია მხარის ხასიათის შესაგრძნობად და მისი კულტურის ახლოს გასაცნობად
Haffa Souq
ჰაფა სალალას ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ტრადიციული ბაზარია. ის სახელს ითქვამს უმაღლესი ხარისხის ომანური საკმევლით, სუნამოებითა და ადგილობრივი ხელოსნების მიერ შექმნილი ნივთებით. ბაზარი ინარჩუნებს თავის ნამდვილ სახეს და მისი სურნელით, დეტალებითა და მშვიდი ვაჭრობით სამხრეთ ომანის სულს გადმოსცემს. „ხარიფის“ (წვიმების) სეზონზე აქაურობა განსაკუთრებით ცოცხლდება და სტუმრებს მთელი რეგიონიდან იზიდავს.
Al Husn Souq
ჰასნი სალალას ისტორიულ უბნებში მდებარეობს და კლასიკური ქალაქური ბაზრის სახეს ინარჩუნებს. აქაური დახლები სავსეა ყოველდღიური საყოფაცხოვრებო ნივთებითა და ხელნაკეთი ნაკეთობებით, რომლებიც ტრადიციული ფორმებითა და დანიშნულებით მზადდება. ბაზრის არქიტექტურა და განლაგება სათუთადაა დაცული, რაც საშუალებას გაძლევთ, ძველი ქალაქის გარემო ყოველ დეტალში იგრძნოთ.
Shams Souq (Sun Market)
რომელსაც ასევე „მზის ბაზარს“ უწოდებენ, „სალალა გარდენს მოლთან“ ახლოს მდებარეობს. აქ ერთმანეთს ერწყმის ვაჭრობა და ადგილობრივი კულტურა. ბაზარში შეგიძლიათ შეიძინოთ სუვენირები, ომანური საკმეველი, სუნამოები, ჩანთები და ტრადიციული სამოსი, მათ შორის აბაიებიც. ეს არის მშვიდი და კომფორტული ადგილი ქალაქში სეირნობისას აუჩქარებელი შოპინგისთვის.
ომანი მრავალმხრივი და მიმზიდველი ქვეყანაა, რომელიც მოგზაურებს მრავალფეროვან გამოცდილებას სთავაზობს. მასკატის ხალხმრავალი ქუჩებიდან სალალას მშვიდ და მწვანე ბუნებამდე — აქ დასვენების უამრავი გზა არსებობს. ტრადიციული სტუმარმასპინძლობა და საინტერესო ღირსშესანიშნაობები ომანს იმ ადგილად აქცევს, რომელიც ნამდვილად ღირს აირჩიოთ ახლო აღმოსავლეთში დაუვიწყარი მოგზაურობისთვის.





აზერბაიჯანი
ვიეტნამი
ეგვიპტე
ინდოეზია, ბალი
საქართველო
ყაზახეთი
კატარი
კრუიზი
მავრიკი
მალაიზია
მალდივი
არაბთა გაერთიანებული საამიროები
სეიშელის კუნძულები
სინგაპური
ტაილანდი
თურქეთი
მონტენეგრო
ომანი
შრი-ლანკა
სამხრეთ კორეა

