კონფიდენციალურობის პოლიტიკა

 

წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა  (შემდგომში – „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“) ვრცელდება მომხმარებლის შესახებ არსებულ ნებისმიერ ინფორმაციაზე, რომელიც მუშავდება იურიდიული პირის შპს ,,კაზიუნიონ ტუროპერატორი რუსტარისგან’’, საიდენტიფიკაციო ნომერი: 400427739 (შემდგომში «Kazunion» ან ,,კომპანია’’), ოფიციალური ვებგვერდის https://kazunion.com – ის საშუალებით და რომელსაც «Kazunion» იყენებს სხვადასხვა დისტანციური არხებით, ვებგვერდით, ელექტრონული ფოსტით, მისი პროგრამებით ან/და პროდუქტებით მომსახურების დროს. 

1.0 ტერმინთა განმარტება

1.1 წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“ გამოიყენება შემდეგი ტერმინები:

1.1.1. „საიტის ადმინისტრაცია“  (შემდგომში – „საიტის ადმინისტრაცია“) – «Kazunion»-ის სახელით მოქმედი, საიტის მართვაზე უფლებამოსილი თანამშრომლები, რომლებიც ორგანიზებას უწევენ და/ან ახორციელებენ პერსონალური მონაცემების დამუშავებას და ასევე, განსაზღვრავენ პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებს, საფუძვლებსა და პრინციპებს, დასამუშავებელი პერსონალური მონაცემების კატეგორიებს და პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებულ ქმედებებს (ოპერაციებს).

1.1.2. „პერსონალური მონაცემები“ – ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს (პერსონალურ მონაცემთა სუბიექტს).

1.1.3. „პერსონალური მონაცემების დამუშავება“ – ნებისმიერ მოქმედება (ოპერაცია) ან მოქმედებათა (ოპერაციების) ერთობლიობა, რომელიც უკავშირდება პერსონალურ მონაცემებს, ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით, ან ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე, მათ შორის პერსონალური მონაცემების შეგროვება, ჩაწერა, სისტემატიზაცია, მოპოვება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), ამოღება, გამოყენება, გამჟღავნება, გადაცემა (გავრცელება, მიწოდება, წვდომა), დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება.

1.1.4. „პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა“ – სავალდებულო მოთხოვნა პირისადმი, რომელმაც მოიპოვა წვდომა პერსონალურ მონაცემებზე, არ დაუშვას მათი გამჟღავნება პერსონალური მონაცემების სუბიექტის თანხმობის ან სხვა კანონიერი საფუძვლის არსებობის გარეშე.

1.1.5. „საიტის მომხმარებელი“ (შემდგომში – „მომხმარებელი“) – ინტერნეტის მეშვეობით საიტზე წვდომის მქონე პირი.

1.1.6. «Cookies» — ვებ-სერვერის მიერ გაგზავნილი და „მომხმარებლის“ კომპიუტერულ მოწყობილობაში შენახული მონაცემები, რომელსაც ვებ-კლიენტი ან ვებ-ბრაუზერი უგზავნის ვებ-სერვერს HTTP-მოთხოვნაში ყოველ ჯერზე, შესაბამისი საიტის გვერდის გახსნის მცდელობისას.

1.1.7. «IP-მისამართი» — IP პროტოკოლის მიხედვით აგებულ კომპიუტერულ ქსელში არსებული უნიკალური ქსელური მისამართი.

2.0 ზოგადი დებულებები

2.1. „მომხმარებლის“ მიერ ვებგვერდის გამოყენება ნიშნავს მის თანხმობას წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკაზე“ და „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებზე.

2.2. თუ „მომხმარებელი“ არ ეთანხმება „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ პირობებს, მან უნდა შეწყვიტოს საიტით სარგებლობა.

2.3. წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ ვრცელდება მხოლოდ https://kazunion.com-ის საიტსა და მის სერვისებზე, რომელიც არ აკონტროლებს და არ არის პასუხისმგებელი მესამე პირების საიტებზე, რომლებზეც მომხმარებელს შეუძლია გადავიდეს საიტზე არსებული ბმულების მეშვეობით.

2.4. „საიტის ადმინისტრაცია“ არ ამოწმებს საიტის „მომხმარებლის“ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების უტყუარობას.

3.0 კონფიდენციალურობის პოლიტიკის საგანი

3.1. წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ განსაზღვრავს „საიტის ადმინისტრაციის“ ვალდებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია იმ პერსონალური მონაცემების გაუმჟღავნებლობასა და კონფიდენციალურობის დაცვის რეჟიმის უზრუნველყოფასთან, რომლებსაც „მომხმარებელი“ მიაწვდის ადმინისტრაციას მათი მოთხოვნით, რეგისტრაციის ან ტურისტული პროდუქტით სარგებლობისას.   

3.2. წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ ფარგლებში პერსონალური მონაცემები მოიცავს შემდეგ ინფორმაციას:

3.2.1. „მომხმარებლის“ გვარს და სახელს;

3.2.2. „მომხმარებლის“ საკონტაქტო ტელეფონს;

3.2.3. ელექტრონული ფოსტის მისამართს (e-mail);

3.2.4. მიწოდების მისამართს;

3.2.5. „მომხმარებლის“ საცხოვრებელ ადგილს;

3.2.6. პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის სერიას და/ან ნომერს.

3.2.7. დაბადების თარიღს/ასაკს;

ჩვენ შესაძლოა, დავამუშავოთ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები, როგორიც არის მონაცემები თქვენი ფიზიკური ან ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. აღნიშნულ პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვამუშავებთ, თუ ამას მოითხოვს შესაბამისი სატრანსპორტო მომსახურების გაწევა, სასტუმროს შესაბამის ნომერში განთავსება ან თუ აღნიშნულ მონაცემებს თქვენ თავად მოგვაწოდებთ გარკვეული მიზნებიდან გამომდინარე.

3.3. საიტი იცავს მონაცემებს, რომლებიც ავტომატურად გადაიცემა სარეკლამო ბლოკების ნახვისას და გვერდებზე შესვლისას.

IP- მისამართი;

ინფორმაცია cookie-დან;

ინფორმაცია ბრაუზერის შესახებ (ან სხვა პროგრამის შესახებ, რომელიც რეკლამის ჩვენებაზე წვდომას ახორციელებს);

წვდომის დრო;

გვერდის მისამართი, რომელზეც განთავსებულია სარეკლამო ბლოკი;

რეფერერი (წინა გვერდის მისამართი).

3.3.1. ჩვენ შეიძლება შევინახოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ “cookie” ფაილების გამოყენებით, რომლის შეფასებაც ჩვენ შეგვიძლია მომავალში ჩვენს საიტზე სტუმრობისას. ეს არის კომპაქტური ინფორმაცია, რომელიც ინახება თქვენი კომპიუტერის მყარ დისკზე. ჩვენი ,,cookie’’ ფაილები არ შეიცავს თქვენს შესახებ პირად ან კონფიდენციალურ ინფორმაციას. თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, მიიღოთ ან უარყოთ ,,cookie’’ ფაილები თქვენს ბრაუზერში კონფიდენციალურობის პარამეტრების შეცვლით. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ,,cookie’’ ფაილების გამორთვით თქვენ შეიძლება ვერ შეძლოთ ჩვენი საიტის გარკვეულ სფეროებზე წვდომა, რომლებიც ითხოვენ ავტორიზაციას.

3.3.2. საიტი ახორციელებს სტატისტიკის შეგროვებას თავისი მნახველების IP-მისამართების შესახებ. მოცემული ინფორმაცია გამოიყენება ტექნიკური პრობლემის გამოვლენისა და გადაწყვეტის და აგრეთვე, გასატარებელი ფინანსური გადახდების კანონიერების კონტროლის მიზნით.

3.4. ნებისმიერი სხვა პერსონალური ინფორმაცია, რომელიც არ არის ზემოთ მითითებული (შესყიდვების ისტორია, გამოყენებული ბრაუზერები და ოპერაციული სისტემები და ა.შ.), ექვემდებარება საიმედო შენახვასა და გაუვრცელებლობას, გარდა წინამდებარე „კონფიდენციალური პოლიტიკის“ 5.2 და 5.3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

3.5. ჩვენ გვთხოვთ, მოგვაწოდოთ მხოლოდ ისეთი პერსონალური მონაცემები, რომლებიც საჭიროა თქვენ მიერ არჩეული სერვისის მისაღებად ან მომსახურების გასაწევად, თქვენი სპეციალური მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან პრეტენზიაზე პასუხის გასაცემად. ამავე დროს, თუ თქვენ საჭიროდ ჩათვლით, მოგვაწოდოთ ნებისმიერი სხვა პერსონალური მონაცემი, ჩვენ შევძლებთ მათ დამუშავებას კანონის შესაბამისი დაცვით.

4.0 მომხმარებლის პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები

4.1. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები „საიტის ადმინისტრაციამ“ შეიძლება გამოიყენოს შემდეგი მიზნებით:

4.1.1. “მომხმარებლის“ იდენტიფიკაციისთვის, რომელიც დარეგისტრირებულია საიტზე,  დისტანციურად, საიტის მეშვეობით შეკვეთის გასაფორმებლად და/ან ხელშეკრულების დასადებად.  

4.1.2. „მომხმარებლისთვის“ საიტის პერსონალიზებულ რესურსებზე წვდომის უზრუნველსაყოფად. 

4.1.3. „მომხმარებელთან“ უკუკავშირის დასამყარებლად, მათ შორის საიტის გამოყენებასთან, მომსახურების გაწევასთან დაკავშირებული შეტყობინებების, მოთხოვნების გასაგზავნად, მომხმარებლის მოთხოვნებისა და განაცხადების დასამუშავებლად.

4.1.4. „მომხმარებლის“ ადგილმდებარეობის დასადგენად, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და თაღლითობის თავიდან ასაცილებლად.

4.1.5. „მომხმარებლის“ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების უტყუარობისა და სისრულის დასადასტურებლად.

4.1.6. „მომხმარებლის“ ანგარიშის (ექაუნთის) შექმნა შესყიდვების განსახორციელებლად, თუ „მომხმარებელმა“ თანხმობა განაცხადა ანგარიშის (ექაუნთის) შექმნაზე.

4.1.7. საიტის „მომხმარებლისთვის“ შეკვეთის სტატუსის შესახებ შეტყობინებების გასაგზავნად.

4.1.8. გადახდების დამუშავება და მიღება, გადასახადის ან საგადასახადო შეღავათების დადასტურება, გადახდის გასაჩივრება, მომხმარებლის  საკრედიტო ხაზის მიღების უფლების დადგენა.

4.1.9. საიტის გამოყენებასთან დაკავშირებული პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში, „მომხმარებლისთვის“ ეფექტური ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა.

4.1.10. „მომხმარებლისთვის“, მისი თანხმობით, საიტის ან საიტის პარტნიორთა სახელით, პროდუქციის განახლების, სპეციალური შეთავაზებების, ფასების, სიახლეების და სხვა ინფორმაციის მიწოდება.

4.1.11. სარეკლამო საქმიანობის განხორციელება „მომხმარებლის“ თანხმობით.

4.1.12. „მომხმარებლისთვის“ საიტის პარტნიორების საიტებზე ან სერვისებზე წვდომის უზრუნველყოფა, პროდუქტების, განახლებებისა და მომსახურების მიღების მიზნით.

5.0 პერსონალური ინფორმაციის დამუშავების საფუძვლები და ვადები

5.1. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება ნებისმიერი კანონიერი საფუძვლით, მათ შორის, პერსონალური მონაცემების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებით ან ასეთი ინსტრუმენტების გამოყენების გარეშე, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ვადებით.

5.2. „მომხმარებელი“ ეთანხმება, რომ „საიტის ადმინისტრაციას“ უფლება აქვს მომსახურების გაწევის მიზნით, პერსონალური მონაცემები გადასცეს  მესამე პირებს, კერძოდ, პარტნიორ სასტუმროებს და ტურისტულ კომპანიებს, ასევე, საკურიერო სამსახურებს და საფოსტო ორგანიზაციებს, სხვა პარტნიორ კომპანიებს და ქვეკონტრაქტორებს, „მომხმარებლის“ მიერ საიტის მეშვეობით მოთხოვნილი მომსახურების მისაღებად.

5.3. „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემები შეიძლება გადაეცეს სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოებს, კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით.

5.4. პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შემთხვევაში, „საიტის ადმინისტრაცია“ ატყობინებს „მომხმარებელს“ პერსონალური მონაცემების გამჟღავნების შესახებ.

5.5. „საიტის ადმინისტრაცია“ იღებს აუცილებელ ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების დასაცავად არამართლზომიერი ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, ცვლილებისგან, დაბლოკვისგან, კოპირებისგან, გავრცელებისგან და ასევე, მესამე პირების მხრიდან სხვა უკანონო ქმედებებისაგან.

5.6. „საიტის ადმინისტრაცია“, „მომხმარებელთან“ ერთად, იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა თავიდან აიცილოს ზიანი ან სხვა უარყოფითი შედეგები, რომლებიც გამოწვეული იქნება „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების გამჟღავნებით.

6.0 მხარეთა ვალდებულებები

6.1. „მომხმარებელი“ ვალდებულია:

6.1.1. მიაწოდოს საიტის ადმინისტრაციას ყველა აუცილებელი პერსონალური მონაცემი.

6.1.2. პერსონალური მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, მოგვაწოდოს განახლებული მონაცემები.

6.2. „საიტის ადმინისტრაცია“ ვალდებულია:

6.2.1. მიღებული ინფორმაცია დაამუშავოს მხოლოდ წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ მე-4 პუნქტში მითითებული მიზნებისთვის.

6.2.2. უზრუნველყოს ინფორმაციის კონფიდენციალურად შენახვა. „მომხმარებლის“ წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე არ გაამჟღავნოს გადაცემული პერსონალური მონაცემები, გარდა წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ 5.2 და 5.3 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6.2.3. მიიღოს შესაბამისი ზომები „მომხმარებლის“ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობისათვის იმ წესების და სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც არსებულ ბიზნეს პრაქტიკაში გამოიყენება მსგავსი ინფორმაციის დასაცავად.

6.2.4. დაბლოკოს, წაშალოს ან შეცვალოს შესაბამის „მომხმარებელთან“ დაკავშირებული პერსონალური მონაცემები „მომხმარებლის“, მისი კანონიერი წარმომადგენლის ან პერსონალურ მონაცემთა სუბიექტის უფლებების დამცველი პირის მიმართვის ან მოთხოვნის შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება არასწორი პერსონალური მონაცემების დამუშავებას ან მათ მიმართ უკანონო ქმედებების გამოვლენას.

7.0 მხარეთა პასუხისმგებლობა

7.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის პირობების დარღვევის შემთხვევაში „საიტის ადმინისტრაცია“ პასუხს აგებს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7.2. „საიტის ადმინისტრაცია“ არ აგებს პასუხს კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების შემთხვევაში, თუ აღნიშნული კონფიდენციალური ინფორმაცია:

7.2.1. საჯარო გახდა მის გამჟღავნებამდე.

7.2.2. გამჟღავნებულ იქნა „მომხმარებლის“ თანხმობით. 

7.2.3. ინფორმაცია „მომხმარებლის“ მიერ აღარ არის მიჩნეული კონფიდენციალურად.

8.0 დავების გადაწყვეტა

8.1. ,,საიტის მომხმარებელსა“ და „საიტის ადმინისტრაციას“ შორის წარმოქმნილი დავა თავდაპირველად უნდა გადაწყდეს პრეტენზიის (წერილობითი განცხადების) წარდგენის საფუძველზე. 

8.2 . პრეტენზიის მიმღები,  მისი მიღებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში, წერილობით აცნობებს პრეტენზიის წარმდგენს პრეტენზიის განხილვის შედეგებს.

8.3. თუ შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული, დავა განსახილველად გადაეცემა შესაბამის სასამართლოს, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით.

8.4. წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკა,“ ასევე, „მომხმარებელსა“ და „საიტის ადმინისტრაციას“ შორის ურთიერთობა, რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით.

9.0 დამატებითი პირობები

9.1. „საიტის ადმინისტრაციას“ უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკაში“, „მომხმარებლის“ თანხმობის გარეშე.

9.2. ახალი „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“ ძალაში შედის მისი „საიტზე“ განთავსების მომენტიდან, თუ „კონფიდენციალურობის პოლიტიკის“ ახალი რედაქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

9.3. წინამდებარე „კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან“ დაკავშირებული ნებისმიერი მოთხოვნა ან/და შეკითხვა უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: marketing@kazunion.ge