პატივცემულო მომხმარებელო, მადლობას გიხდით, რომ ეწვიეთ ჩვენს საიტს!

გთხოვთ, ყურადღებით წაიკითხოთ წინამდებარე შეთანხმება, სანამ დაიწყებთ საიტით სარგებლობას. თქვენ უნდა დაიცვათ წინამდებარე შეთანხმების პირობები, როდესაც შემოდიხართ საიტზე, იყენებთ სერვისებს, შეთავაზებებს და აპლიკაციებს. იმ შემთხვევეში, თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე შეთანხმების პირობებს, თქვენ არ უნდა გამოიყენოთ საიტი, შესაბამისი სერვისები, შეთავაზებები და აპლიკაციები, რომლებსაც გთავაზობთ საიტი, და ასევე, არ შეხვიდეთ იმ გვერდებზე, რომლებიც მოთავსებულია საიტის დომენურ ზონაში. საიტის გამოყენების დაწყება ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დადებას და თქვენს სრულ თანხმობას მის ყველა პირობაზე.

1.0 ტერმინები და განსაზღვრებები

1.1. „კომპანია“ – შპს ,,კაზიუნიონ ტუროპერატორი რუსტარისგან’’, საიდენტიფიკაციო ნომერი: 400427739 (შემდგომში «Kazunion» ან ,,კომპანია’’);

1.2. “მომხმარებელი” არის პირი, რომელსაც აქვს წვდომა საიტზე განთავსებულ აპლიკაციებთან,  სერვისებთან და ინფორმაციასთან.

1.3. „საიტი“ – კომპანიის ვებგვერდი, განთავსებული მისამართზე: www.kazunion.com, ასევე კომპანიის ნებისმიერი სხვა ვებგვერდი, რომელიც დაკავშირებულია კომპანიასთან და მის საქმიანობასთან.

1.4. „ შეთანხმება“ –   წინამდებარე შეთანხმება „მომხმარებელსა’’ და „კომპანიას“ შორის, რომელიც განსაზღვრავს საიტის გამოყენების წესებს, მათ შორის, გრაფიკულ გამოსახულებებს და აუდიოვიზუალურ პროდუქციას, დიზაინის ელემენტებს და სხვა საშუალებებს, ტექსტურ ინფორმაციას და დოკუმენტაციას, პროგრამებს და ჩამოსატვირთ ფაილებს, საიტის ნებისმიერ სხვა პროდუქტს და მასალებს, ასევე, მომხმარებლის მიერ ინფორმაციისა და მასალების განთავსების პირობებს და წესებს საიტის შესაბამის ღია სივრცეებში.

2.0 ზოგადი დებულებები და პირობები

2.1. ნებისმიერი მასალა, პროდუქცია, ფაილები და სერვისები, რომლებსაც მოიცავს საიტი, არ შეიძლება მესამე პირის მიერ გამოყენებულ იქნას რომელიმე ფორმით ან რაიმე გზით, სრულად ან ნაწილობრივ, კომპანიის წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც აღნიშნულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. მომხმარებლის მიერ საიტის მასალების რეპროდუცირებისას, საავტორო ნაწარმოების ჩათვლით, საიტის ლინკი აუცილებელია, ამასთან, მითითებული ლინკის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს ცრუ, დამამცირებელ და შეურაცხმყოფელ  ინფორმაციას, რომელიც შეცდომაში შეიყვანს მომხმარებელს. საიტის მასალების თარგმანი, გადამუშავება, ნებისმიერი ცვლილება და ასევე, სხვა ქმედებები, მათ შორის, საავტორო უფლებების და უფლებების მფლობელების შესახებ ინფორმაციის და მონაცემების წაშლა ან/და განადგურება დაუშვებელია.

2.2. საიტის დაცულ გვერდებზე მყოფ ინფორმაციასთან წვდომა ნებადართულია მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, რომლებმაც მიიღეს პაროლი საიტის დაცულ გვერდებზე შესასვლელად. პაროლის გადაცემა სხვა პირებისთვის დაუშვებელია და მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს მისთვის, კომპანიისთვის ან მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე, რომელიც წარმოიშვება მომხმარებლის მიერ სხვა პირისთვის  პაროლის განზრახ ან უნებლიე გადაცემის შედეგად. მომხმარებელი პასუხისმგებელია პაროლის კონფიდენციალურობის  დაცვაზე და პაროლის მეშვეობით საიტის ნებისმიერი ფორმით გამოყენებაზე.

2.3. აკრძალულია საიტის მასალების ნებისმიერი ფორმით და გზით გამოყენება საიტის დაცული გვერდებიდან.

2.4. ნებისმიერი პროგრამები, რომლების ჩამოტვირთვაც საიტიდან (შემდეგში – „პროგრამიდან“) არის შესაძლებელი, დაცულია კანონმდებლობით საავტორო უფლებების შესახებ და არის კომპანიის ან მისი პარტნიორების და სხვა მესამე პირების ინტელექტუალური საკუთრება, რომლებმაც წარუდგინეს კომპანიას  შესაბამისი უფლებები და ნაბართვები ასეთი პროგრამების გამოყენებაზე. პროგრამის გამოყენების  წესები, პირობები და შეზღუდვები  რეგულირდება ლიცენზიის ხელშეკრულებების დებულებებით, რომლებსაც მომხმარებელი ეთანხმება პროგრამის დაინსტალირების და მისი გამოყენების დროს. ლიცენზიის ხელშეკრულების პირობების დარღვევამ შესაძლოა გამოიწვიოს მომხმარებლის მიმართ სამოქალაქო, ადმინისტრაციული და/ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება.

მომხმარებელს არ აქვს პროგრამის რეპროდუცირების, გავრცელების, მოდიფიკაციის  ან   რომელიმე სხვა ფორმით სარგებლობის უფლება, თუ ის არ არის გათვალისწინებული პროგრამის ლიცენზიის ხელშეკრულებაში.

2.5. წინამდებარე შეთანხმების მოქმედი რედაქცია განთავსებულია საიტზე. კომპანია უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს  ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე შეთანხმების პირობები. ასეთი ცვლილებები ძალაში შედიან საიტზე შეთანხმების ახალი ვერსიის განთავსების მომენტიდან. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება შეტანილ ცვლილებებს, იგი ვალდებულია, წაშალოს მის ხელთ არსებული საიტის ყველა მასალა, გარდა იმ პროგრამებისა, რომელთა გამოყენების უფლებებს ის ფლობს სამართლებრივად, რის შემდეგაც იგი ვალდებულია, შეწყვიტოს საიტის მასალებისა და სერვისების გამოყენება. საიტთან თქვენი მუდმივი წვდომა ჩაითვლება შეცვლილი შეთანხმების სარწმუნო აღიარებად თქვენი მხრიდან, ამიტომ თქვენ ვალდებული ხართ, რეგულარაულად შეამოწმოთ/ეწვიოთ წინამდებარე შეთანხმებას და საიტზე განთავსებულ დამატებით პირობებს ან შეტყობინებებს.

2.6. თუ მომხმარებელი არის კომპანიის ბიზნეს პარტნიორთათვის განკუთვნილი სპეციალური  პროგრამის მონაწილე და მხარეთა შორის დადებულია შესაბამისი ხელშეკრულება, ასეთ შემთხვევაში,  ასეთი ხელშეკრულების დებულებებს საიტის გამოყენებასთან დაკავშირებით გააჩნიათ უპირატესი ძალა წინამდებარე შეთანხმების პირობებთან მიმართებაში.

3.0 მომხმარებლის ვალდებულებები

3.1. მომხმარებელი ეთანხმება, რომ არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედებები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს კანონმდებლობის ან საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად, მათ შორის, ინტელექტუალური საკუთრების, საავტორო და/ან მომიჯნავე უფლებების დარღვევად. ასევე, მომხმარებელს ეკრძალება ნებისმიერი ქმედება, რომელიც იწვევს ან შეუძლია გამოიწვიოს  საიტის ან საიტის სერვისების ნორმალური ფუნქციონირების დარღვევა.

3.2. ინტელექტუალური საკუთრების ნებისმიერი ობიექტი, მათ შორის, სასაქონლო და სავაჭრო ნიშნები, ასევე, საიტის გვერდებზე განთავსებული ლოგოები და ემბლემები, წარმოადგენენ მათი მფლობელების ინტელექტუალურ საკუთრებას. საიტის მომხმარებელს ეკრძალება აღნიშნული საშუალებების და/ან მათი ელემენტების  რეპროდუცირება ან სხვაგვარად გამოყენება შესაბამისი საავტორო უფლებათა მფლობელების წინასწარი წერილობითი ნებართვის გარეშე.

3.3. მესამე პირების მიერ კომპანიისთვის პრეტენზიების წაყენების შემთხვევაში, რომლებიც დაკავშირებულია მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების პირობების დარღვევასთან, კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს. აღნიშნული წარმოადგენს შესაბამისი მომხმარებლის პასუხისმგებლობას და იგი ვალდებულია, აუნაზღაუროს კომპანიას ყველა მიყენებული ზიანი და დანაკარგი, ჯარიმების, სასამართლო ხარჯების და ყველა შესაბამისი კომპენსაციების ანაზღაურების ჩათვლით.

3.4. კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ  გარე რესურსების (მესამე პირების საიტების) გამოყენებაზე, რომლის ლინკებსაც შეიძლება შეიცავდეს საიტი. კომპანია არ აგებს პასუხს გარე რესურსებზე განთავსებული არანაირი ინფორმაციის, მასალების, რეკომენდაციებისა და სერვისების სიზუსტეზე, სანდოობაზე, საიმედოობასა და უსაფრთხოებაზე. გარე რესურსების გამოყენებას  მომხმარებელი ახორციელებს ნებაყოფლობით, მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ.

3.5. კომპანია ცდილობს, უზრუნველყოს საიტზე განთავსებული ინფორმაციის სიზუსტე, თუმცა პასუხს არ აგებს არანაირ უზუსტობაზე და/ან ინფორმაციის საიმედოობაზე, ასევე,  საიტის მიერ მოწოდებული სერვისების მუშაობის ხარვეზებზე. მომხმარებელი ეთანხმება, რომ კომპანია არ აგებს პასუხს და არ გააჩნია არანაირი პირდაპირი ან არაპირდაპირი ვალდებულებები მომხმარებლის წინაშე ნებისმიერ შესაძლო დანაკარგსა და ზიანზე, რომლებიც დაკავშირებულია საიტის ნებისმიერ შინაარსთან, ინტელექტუალურ საკუთრებასთან, პროდუქტთან ან სერვისთან, რომლებიც ხელმისაწვდომია საიტზე ან მიღებულია გარე საიტებიდან/რესურსებიდან ან მომხმარებლის სხვა მოლოდინებზე, რომლებიც წარმოიქმნება საიტზე განთავსებული ინფორმაციის ან გარე ლინკის გამოყენებით.

მომხმარებლის უყურადღებობის ან დაუდევრობის გამო კომპანია არ აგებს პასუხს არანაირ ზიანზე (პირდაპირი ან არაპირდაპირი, შემთხვევითი ან განზრახი), რაც დაკავშირებული იქნება საიტის, ინფორმაციის, პროგრამების, ფაილების ან ამ ფაილებზე მოთავსებული მასალების გამოყენებასთან ან მისი გამოყენების შეუძლებლობასთან, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კომპანია ან მისი წარმომადგენლები გაფრთხილებული იყვნენ ასეთი დანაკარგის შესაძლებლობის შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ საიტის გამოყენება მოითხოვს ნებისმიერი აღჭურვილობის დამატებით სერვისს, კორექტირებას ან  შეკეთებას, ისევე, როგორც მონაცემთა აღდგენას, ყველა შესაბამის ხარჯს ფარავს მომხმარებელი.

3.6. მომხმარებელი თანახმაა, რომ საიტის ყველა მასალას და სერვისებს ან მათ ნებისმიერ ნაწილს თან ახლდეს რეკლამა, რომლის განთავსებაც კომპანიის მიერ არ არის ინიცირებული ან კონტროლირებადი. მომხმარებელი ასევე თანახმაა, რომ კომპანია არანაირად არ არის  პასუხისმგებელი მსგავს რეკლამებზე და არანაირი ვალდებულება არ გააჩნია სარეკლამო მასალებთან დაკავშირებით.

4.0 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების და გამოყენების პირობები

წინამდებარე შეთანხმების  პირობებით, მომხმარებელი თანახმაა, რომ:

4.1. კომპანიას წარუდგინოს თავისი (ან მისი მომხმარებლის) პერსონალური მონაცემები, როგორიც არის, მაგრამ არ შემოიფარგლება და საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება დაემატოს – გვარი, სახელი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი და დაბადების თარიღი, რათა კომაპანიამ დაამუშავოს ისინი მომხმარებლის ინტერესებისთვის და მისთვის საჭირო მომსახურების გასაწევად.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების მიზანი:

– საიტის სერვისების მიწოდება მომხმარებლისთვის;

– საიტის სერვისებთან დაკავშირებული შეტყობინებების გაგზავნა;

– მომხმარებლის მოთხოვნებზე პასუხების მომზადება და გაგზავნა;

– კომპანიის მიერ ჩასატარებელი/ჩატარებული ღონისძიებების  შესახებ ინფორმაციის გაგზავნა;

– კომპანიის პროდუქტების და სერვისების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა;

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნით, კომპანიამ შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: მონაცეთა მიღება, სისტემატიზაცია, შეკრება, შენახვა, დაზუსტება (განახლება, შეცვლა), გამოყენება, აღრიცხვა, დეპერსონალიზაცია, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება, მესამე პირებისთვის გადაცემა ზემოთ აღნიშნული მიზნებისთვის, ასევე, ნებისმიერი სხვა ქმედებები, რაც გათვალისწინებულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, როგორც ავტომატიზირებული, ასევე არაავტომატიზირებული  საშუალებებით.

კომპანია იღებს ვალდებულებას, მიიღოს ყველა საჭირო ზომა მომხმარებლის პერსონალურ მონაცემთა უკანონო წვდომის ან გამჟღავნების თავიდან ასაცილებლად.

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების ძირითადი საფუძვლები, პრინციპები და მასთან დაკავშირებული მომხმარებლის უფლებები განთავსებულია საიტზე, კონფიდენციალურობის პოლიტის დებულებებში.

4.2. საიტზე რეგისტრაციის მომენტში მიიღოს მომხმარებლის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე ის სარეკლამო და საინფორმაციო შეტყობინენები, რომლებიც ეხება კომპანიისა და მისი პარტნიორების პროდუქციას და მომსახურებას.

5.0 სხვა დებულებები

5.1. საიტის მასალების და სერვისების გამოყენება რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. წინამდებარე შეთანხმებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაწყდება ურთიერთმოლაპარაკებით. 30 (ოცდაათი) დღის მანძილზე შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, დავას განიხილავს სასამართლო.

5.2. შეთანხმებაში არაფერი არ შეიძლება აღიქმებოდეს, როგორც მომხმარებელსა და კომპანიას შორის პარტნიორული ურთიერთობის, ერთობლივი საწარმოს, ერთობლივი ამხანაგობის, დასაქმების, ან რაიმე სხვა ურთიერთობების დამყარება, რაც პირდაპირ არ არის გათვალისწინებული მხარეთა შეთანხმებით.

5.3. შეთანხმების რომელიმე დებულების ბათილად ცნობის შემთხვევაში, ან თუ რომელიმე დებულება არ ექვემდებარება აღსრულებას, ეს არ გამოიწვევს წინამდებარე შეთანხმების სხვა დებულებების ბათილობას.

5.4. მომხმარებლის მიერ წინამდებარე შეთანხმების დებულებების დარღვევის შემთხვევაში,  კომპანიის უმოქმედობით მას არ ერთმევა შესაბამისი ზომების მიღების  უფლება, საკუთარი ინტერესების და კანონის შესაბამისად საიტზე განთავსებულ მასალებზე საავტორო უფლებათა დასაცავად.

5.5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე შეთანხმების ყველა პუნქტს და უპირობოდ იღებს მათ.

კომპანიის საავტორო უფლებათა დარღვევასთან, საიტის მასალების უკანონო გამოყენებასთან ან კომპანიის შესახებ ცრუ, დამაბნეველი ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, გთხოვთ, მოგვაწოდოთ შემდეგ საკონტაქტო მონაცემებზე:

marketing@kazunion.ge